შპს კონსტრუქცია წარმოადგენს რუსთავის
ლითონკონსტრუქციების ქარხანას , ქარხანა განლაგებულია 5,5 ჰა ფართობზე აქედან 2,7
ჰა უკავია სამრეწველო შენობას. შპს კონსტრუქციას აქვს 50 წლიანი
ისტორია, რომლის განმავლობაშიც დამზადდა 1000000 ტონა შენადუღი
ლითონის კონსტრუქცია. ქარხანაში ერთმანეთთან არის შერწყმული ტრადიციული და უახლესი
ტექნოლოგიები, ჩვენთან არსებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ–ტექნიკური პერსონალის
მიერ მზადდება ნებისმიერ სირთულის და სახეობის კონსტრუქცია ავტომატური და ნახევრად
ავტომატური შედუღების გზით. შპს კონსტრუქციამ დაამყარა გრძელვადიანი ბიზნეს
ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან მეტალურგიულ ქარხნებთან უკრაინაში, ჩინეთში,
თურქეთში, ყაზახეთში ა.შ. ამასთანავე კომპანია წარმატებით
თანამშრომლობს სხვადასხვა ევროპულ ბრენდ კომპანიებთან, მის სფეროში
ინოვაციების დანერგვის მიზნით. შპს კონსტრუქციას გააჩნია
მუდმივი სავაჭრო წარმომადგენლები თურქეთსა (სტამბული) და
ავსტრიაში (ვენა).